ხელთ გიპყრია უბასრესი მახვილი –
სიტყვა მჭრელი, სულით ნასათუთარი; 
საუკუნეს ესმის შენი ძახილი, 
ადამიანს წრფელი სიტყვა უთხარი! 

ვერ მოზომავ მიზანს გულჩაკეტილი, 
ნუ დარჩები ოცნებების ამარა! 
ხმალი ეგე, მრუდედ გადმოსხლეტილი, 
მოძმეს ავნებს, დარდს ადენს ნიაღვარად. 

დედამიწა ბოროტისგან დაიცავ! – 
გაიქროლე და სიკეთედ მოედე! 
რაშმა შენმა დრო და სივრცე არ იცის, 
ხარ მხედარი გრძნობის, გქვია პოეტი. 

საუკუნეს ესმის შენი ძახილი, 
ადამიანს წრფელი სიტყვა უთხარი! 
ხელთ გიპყრია უბასრესი მახვილი – 
სიტყვა მჭრელი, სულით ნასათუთარი.