სხივთა ხარობდა ოქრო,
ჯეჯილმა იბიბინა;
ოდეს ის ოქრო გაქრა,
უსხივოდ დარჩა ბინა.

დრო იყო უბასრესი:
სამშობლოს წაეტანა
ტყუპენოვანთა თესლი,
იდგა ღალატის ხანა.

იძლია ხარბთა ხროვა,
ისევ ამზევდა გული:
ბინაში ხარობს სხივი –
სამშობლოს სიყვარული.