ნანას უმღერს წამს ნიავი, ჩიტი უწყობს ხმას, ჩვენი სახლის აივნიდან ყველაფერი ჩანს. წელთა ჯარი სიდისს იცავს კაბადონზე ცის, - თითოეულ ლურჯა ცხენზე თითო წელი ზის. ისევ ჟღერს და ისევ ზეობს ტკბილქართული ხმა… აივნიდან ვიმზირებით მე და ჩემი ძმა.