სხივთა ხარობდა ოქრო, ჯეჯილმა იბიბინა; ოდეს ის ოქრო გაქრა, უსხივოდ დარჩა ბინა. დრო იყო უბასრესი: სამშობლოს წაეტანა ტყუპენოვანთა თესლი, იდგა ღალატის ხანა. იძლია ხარბთა ხროვა, ისევ ამზევდა გული: ბინაში ხარობს სხივი – სამშობლოს სიყვარული.