ჩურჩულმა ქვეყანა ამოაგდოო (ხალხური) რას ჩურჩულებ, ამოიდგი ენა! თქვი გარკვევით, ან სულ ნურას იტყვი. ლაპარაკობ? – შემასმინე აზრი, ლაპარაკობ? – გამაგონე სიტყვა. თუნდ იარის დამჩენელი გულზე, თუნდ მსუსხავი, ეკლიანი, მწარე; გულს დრო შველის, გამთელდება ისევ… გადმოშალე აზროვნების არე. ენის წვერზე ათამაშებ ეშმაკს, უმახინჯებ მოძმეს სათუთ სმენას. სთქვი გარკვევით, ან სულ ნურას იტყვი, – რას ჩურჩულებ, ამოიდგი ენა!