მომიალერსე, თორემ გაქრები!
მე მქვია მიწა.
სიკეთე – ფესვი
ჩემს წიაღში გაიდგი მყარად,
ამოიწოვე უკვდავების წყალი –
ტრფიალი.
შემომხედე მე!
ვარ საოცნებო ცისფერი მხარე:
ჩემს მწვერვალებზე აგებული
დგანან ტაძრები
და გადარჩენილ წმინდა ფრესკებს
უსათუთებენ;
მზე მეფერება,
ჩემგან ნაშობ წალკოტებს მიზრდის.
შემომხედე მე!
შენს წინა ვარ მხარე ცისფერი,
მე მქვია მიწა
წილხვდომილი ღმრთისმშობელისა...
მომიალერსე, თორემ გაქრები,
როგორც ქრებოდნენ ჩემს ტაძრებში
წმინდა ფრესკები!