ვინც ხშირად მგზავრობს, ის მუდმივად ახალს ნახულობს, სიახლის ჭვრეტას ვინც ეჩვევა, სულ ეძებს ახალს, მაგრამ გიჯობდეს, შეისვენო გზა-გზა, დროდადრო, რადგან დაღლილი სილამაზეს ვეღარ გრძნობს კარგად. წარმტაც სანახებს მთის მწვერვალზე მდგომი ჭვრეტს სრულად, მაგრამ თუ ძლიერ დაიღალე სრბოლით აღმართზე, სჯობს, შეისვენო და გახედო სანახებს, რადგან მთის შუიდანაც ერთობ კარგად ჩანს სილამაზე.