დრო გარბის და ჩუმად ითვლის წლებს ეს ცხოვრება – ფოთოლშლა და ფოთოლცვენა; ფიქრებს სევდის ღრუბელი ავსებს, – სიმარტოვე დამესენა. გულში მიზის და მიფეთქავს დრო, ჯერ შორსაა დასასრულის დასაწყისი; ვინც წარმტაცოს ფიქრი საავდრო, ჩემი გული ალალ მისი.