რვა საათზე უკვე ძილში
ჩაძირულა ძირულა.
ასე ადრე ვინ უმღერა
სოფელს ძილისპირული?

მთვარე ღრუბელს გაქცევია,
ჩვენს ეზო-კარს დასცქერის.
ცა ვარსკვლავთა მდინარეა,
ჩემი გული – ფაცერი.