ნანას უმღერს წამს ნიავი,
ჩიტი უწყობს ხმას,
ჩვენი სახლის აივნიდან
ყველაფერი ჩანს.

წელთა ჯარი სიდისს იცავს
კაბადონზე ცის, -
თითოეულ ლურჯა ცხენზე
თითო წელი ზის.

ისევ ჟღერს და ისევ ზეობს
ტკბილქართული ხმა…
აივნიდან ვიმზირებით
მე და ჩემი ძმა.