როცა მოძმე ბოროტს ჩადის,
თვალს შევაქცევთ ხოლმე რიდით,
თავს კი ასე ვიიმედებთ:
„დრო ჩაფარცხავს, სჯობს გავჩუმდე“.

მორიდებით ზოგჯერ ავი
ერთი ასად გაიზრდება,
მაშინ ბოროტს უფრო მწვავედ
შეუძლია მოძმის ვნება.

მოყვასს ცოდვა აარიდე,
მართალ სიტყვით დაეხმარე! –
სიკეთეს ვნებს, ვინც უჩუმრად
ბოროტებას შეიწყნარებს.