ოცნებას ჩემსას, როგორც შეშას ჩეხს ცხოვრება; დააწვრილმანებს, შეუკეთებს დროის ბუხარში; აგუზგუზდება ცეცხლმოდებული, ტკიცინ-ტკიცინით ჩაიფერფლება. გაფაციცებით ვუმზერ მიდამოს, მაინტერესებს ბუხრის პირას ვინმე თუ თბება.