მორბის, მოჩუხჩუხებს,
დარდი არ აწუხებს,
ხელიდან უსხლტება
დუმილის მარწუხებს.

ისე, ვით სიცოცხლის
მჩქეფარე დინება,
კლდე-ღრეს მიეხლება
და შეერკინება.

გულში გაიცინეს
მოხუცმა მუხებმა:
„რა ახალგაზრდაა
და როგორ უხდება“.